აზერბაიჯანში ერთ-ერთ პაციენტს შემთხვევით ჯანმრთელი ფეხი მოაჭრეს

აზერბაიჯანში, ერთ-ერთ საავადმყოფოში პაციენტს შემთხვევით ჯანმრთელი ფეხი მოაჭრეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
„ექიმებმა ტარლან ალიევასთვის, რომელიც შაქრის დიაბეტით არის დაავადებული, მარცხენა ფეხის ამპუტაცია გადაწყვიტეს. მას ოპერაცია ანგიოლოგიის ცენტრში ჩაუტარდა. როდესაც 82 წლის ქალს ნათესავებმა მიაკითხეს, მათ აღმოაჩინეს, რომ გასიებული მარცხენა ფეხის ნაცვლად ექიმებმა მას მარჯვენა ფეხი მოაჭრეს“ – იუწყება სააგენტო „აპა“.
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნა და გამოძიება მიმდინარეობს. ასევე ამ საქმეს სამართალდამცველი ორგანოებიც იძიებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები