სტოლტენბერგი – დიდი ბრიტანეთი ნატოში კვლავ წამყვან როლს შეასრულებს

დიდი ბრიტანეთი ნატოში კვლავ წამყვან როლს შეასრულებს, Brexit-ის მიუხედავად. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლა გადაწყვიტა. გაერთიანებული სამეფოს და ნატოს პოზიცია უცვლელი რჩება. დიდი ბრიტანეთი ნატოს ძლიერ წევრად დარჩება და ალიანსში წამყვან როლს შეასრულებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
„ძლიერი და ერთიანი ნატო დღევანდელ სამყაროში სტაბილურობის ძირითადი დასაყრდენი და საერთაშორისო მშვიდობის საკვანძო ფაქტორის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ალიანსი ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას კვლავ მხარს უჭერს, რაც ივლისში, ვარშავის სამიტზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები