რთული გზა „მარემდე“, ანუ 6 ტყვია სამართლიანობის აღსადგენად

ზურაბ ცინცქილაძე,- ნიჭიერი მსახიობი, რომლისთვისაც ინტონაციები სცენაზეც და ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანია. მსახიობის საქმიანობის გარდა მისთვის ასევე მთავარია ჩვენებურებთან, ანუ თურქეთელ ქართველებთან ურთიერთობა, მათთან მრავალი წლის მეგობრობა აკავშირებს. ღირსების ორდენის კავალერი და ქართული თავყრილობების დროს ხშირად სასურველი მასპინძელი  საუბრის დროს გულწრფელი და უშუალოა..

 – ბატონო ზურაბ, როდესაც გთხოვეთ ინტერვიუ რუბრიკისთვისპერსონა“, თქვენ მითხარით, რომ ამაზე საკუთარი მოსაზრება გამაჩნიაო. რას გულისხმობდით? – პერსონა,- ამ სიტყვის ლათინური მნიშვნელობა მე არ ვიცი, მაგრამ სვანურში არის ასეთი სიტყვა: ,,მარე“, რაც კაცს ნიშნავს და პირდაპირ ისე ითარგმნება, როგორც ,,მე არის“. კაცი კი,- კნინობითი ფორმაა და მამაკაცს, ანუ უბრალოდ მამრს ნიშნავს. კაცობა უმარტივესი ქმედებაა, იყო “მარე“,- ესაა საქმე! .. მე არ ვიცი, ვარ თუ არა მარე, ამას მხოლოდ სიკვდილის წინ თუ ვიტყვი. ღმერთმა ადამიანი შექმნა მიწისგან “ხატად და სახედ თვისა“, ამიტომ მის მიერ ნაბოძები სიცოცხლე ღირსეულად უნდა გაატაროს.
რა გზა უნდა გაიაროს ადამიანმა ,,მარემდე“?10173358_725068844190947_403063429_n
– დიდი და თანაც რთული გზა… ხშირად მესმის ხოლმე, ვისაც სიკეთე გავუკეთე, იმან სახლიდან გამომაგდოო და როგორ უნდა ენდოს კაცი ასეთ ადამიანს? ეს კითხვა ძალიან მიკვირს, რადგან ვთვლი, როგორ შეიძლება ადამიანს არ ენდო და ისე იცხოვრო?!..
ბატონო ზურაბ, რამდენადაც ვიცი, თქვენ არა მარტო სცენაზე, ცხოვრებაშიც ინტონაციებს აქცევთ დიდ მნიშვნელობას...
– საქმე ისაა, რომ ინტონაცია, მართლაც, მთავარია, სხვადასხვა ინტონაციით გამოთქმული აზრი მნიშვნელობას იცვლის. იცით, არაბები არასწორი ინტონაციის გამო ადამიანს სჯიან. ეს მათ კანონში წერია. სწორი ინტონაციით წაკითხული ყველაფერი გასაგები ხდება. რაც შეეხება სიტყვების არსს, ზოგჯერ მათ არასწორედ აღვიქვამთ, მაგალითად, სიტყვა საბრალოს ჩვენ ისე აღვიქვამთ, როგორც შესაბრალისი, არადა, ეს ნიშნავს არა უბრალოს!… დააკვირდით შოთა რუსთაველს როგორ აქვს ნახსენები: ,,დაჯდა წერად ანდერძისად საბრალოსა საუბრისად“, ანუ ეს საცოდავს კი არ ნიშნავს ,- არამედ “არა უბრალოს“ …
რომელია ყველაზე დიდი შეგონება, რაც კი ადრეულ ასაკში გსმენიათ და დღემდე გახსოვთ?
– ყველაზე დიდი შეგონება, რაც დღემდე მახსოვს, უხუცესმა ადამიანმა მითხრა ბავშვობაში: ,,დიდი- პაწე“ გახსოვდესო. ანუ უფროს-უმცროსობა უნდა გახსოვდესო. ჩემი ძმა მხოლოდ ერთი წლით იყო ჩემზე უმცროსი, მაგრამ მე ნათლად ვხედავდი მის დამოკიდებულებას ჩემს მიმართ, ის ჩემთან ხმას არ აუმაღლებდა, არც სიგარეტს ეწეოდა. სწორედ ეს არის ,,მარე“, რაზეც მე გესაუბრებოდით. მე ბებია დარიკო მზრდიდა, ის – დედის დეიდა იყო და ჩემზე დიდი ამაგი აქვს. მან გამზარდა. ყოველი ჩემი ცხოვრებაში გადადგმული ნაბიჯი ქვეცნობიერად ,,მარესკენ“ გადადგმული ნაბიჯი იყო.
ბავშვობაში ალბათ უფრო ჰუმანიტარული საგნები გიყვარდათ? 967995_725068907524274_183980384_n
– ჯერ იმას გეტყვით, რომ სკოლა სოფელ ორთაბათუმში დავამთავრე, ფრიადოსანი ვიყავი. უფრო ძლიერი ფიზიკასა და მათემატიკაში ვიყავი, იოლად ვხსნიდი მაგალითებს და ამოცანებს… ამიტომ როცა მეუბნებიან: მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდიო, მე ვპასუხობ, არა- მეთქი, მართლა არ მქონია ასეთი ნატვრა. როცა ბაბულია ნიკოლაიშვილი ორთაბათუმში ჩამოვიდა, მე გამომიყვანეს და ბარათაშვილის “მერანი“ და ილიას მყინვარი წავიკითხე. ძალიან მოეწონა… როცა თბილისში სამსახიობოზე ვაბარებდი, მსახიობის ოსტატობა არ ჩამიბარებია, მხოლოდ ეტიუდები წარმოვადგინე და ისე გავხდი მსახიობი… ერთხელ პარლამენტშიც ვიყავი, მიმაჩნდა, როგორ ვერ უნდა გავაკეთო საქმე, რასაც ხელს მოვკიდებ- მეთქი?… მაგრამ მას მერე ,,პერსონა ნონ გრატად“ გამომაცხადეს. რას ქვია, მემედ აბაშიძის როლი როგორ შეასრულეო?. წარმოიდგინეთ, მის ძეგლს რა დამართეს და მე რა დღეში ჩამაგდებდნენ?!.. მაგრამ ახლა ძეგლი დააბრუნეს, მე კი არ მაპატიეს, რომ  მისი როლი შევასრულე… ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, ჩვენი საუბრის დროს ,,ბათუმის“ თემა „გადავახვიოთ“.. რადგან ჩემში ეს მოგონება დიდი ტკივილს იწვევს…
ბატონო ზურაბ, მევლუდი თქვენი ცხოვრების მთავარი როლია?
– მევლუდი სამართლიანობისთვის მებრძოლი რაინდი იყო. მე  მასთან ჩემს მსგავსებას ვხედავ… ერთი ცხენი მინდა და რევოლვერი, სხვათა შორის, რევოლვერის ტარების უფლება მაქვს.. იარაღებიდან ნაგანი მომწონს, მასში მხოლოდ 6 ტყვია ჩადის და ზოგჯერ სამართლიანობის აღდგენას მხოლოდ 6 ტყვია ყოფნის..
 – ადვილად პატიობთ ადამიანებს?
– დიახ ადვილად… რომ არ ვაპატიო,- ამის ძალა ნამდვილად არ მაქვს…
რომელია როლი, რომლის განსახიერების სურვილი ყოველთვის გქონდათ?10151530_725068934190938_1211184959_n
– არც ისე დიდი ხნის წინ მოზარდმაყურებელთა თეატრში წარმატებული პრემიერა გვქონდა: გურამ დოჩანაშვილის პიესაში ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს“ ვასიკო კეჟერაძის როლი შევასრულე, ძალიან მომწონს ჩემი გმირი და ვეცადე, ის ბატონი ეროსი მანჯგალაძის მიერ განსახიერებული როლისგან განსხვავებული ყოფილიყო, რთული დავალება იყო, მაგრამ ვფიქრობ, გამომივიდა. საოცნებო როლზე თუ მკითხავთ, გიპასუხებთ, რომ ყოველთვის მინდოდა, თარაშ ემხვარის როლი მეთამაშა, მაგრამ მის ასაკს უკვე გადავცდი.. რა საოცარია, ამ გმირის “გაცნობის“ შემდეგ სხვა პიროვნებად ვიქეცი…
ცხოვრების ყველაზე დიდი ჭეშმარიტება მათემატიკოსმა აღმოაჩინა: ყველაფერი ფარდობითია
– ყველაფერი ფარდობითია: დრო, ამბები, ადამიანური ურთიერთობები…
ბატონო ზურაბ. თქვენ თურქეთელ ქართველებს იცნობთ და მათთან ახლო ურთიერთობა გაქვთ...
– ისინი ნამდვილი ქართველები არიან, სულ ვამბობ: ნეტავ, მათ რომ უყვართ, იმის ნახევრად ჩვენ გვიყვარდეს სამშობლო და ერთმანეთი. ძალიან გულწრფელი ადამიანები არიან, საოცარი ქართულით ლაპარაკობენ. სიტყვა კომლი იცით, საიდან მოდის? კვამლიდან, ანუ რამდენი სახლიდანაც ამოდიოდა კვამლი, იმდენი ოჯახი ცხოვრობდა სოფელში. გადაწყვეტილი მაქვს, რომ მათთვის ქართული ფილმები ჩავიტანო თურქეთში,- ელოდებიან…

 თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები