ფოთში, რუხაძის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.
ინფორმაცია “კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.