დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რეფერენდუმის შედეგებს „პუტინისთვის შვებას“ უწოდებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი აცხადებს, რომ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის მომხრეების გამარჯვების შემდეგ ვლადიმერ პუტინს დასავლეთის სანქციების შესუსტების იმედი გაუჩნდება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ჰამონდმა რეფერენდუმის შედეგებს „პუტინისთვის შვება“ უწოდა. რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაქფოლი კი აცხადებს, რომ მომხდარი „პუტინის საგარეოპ ოლიტიკური გამარჯვებაა“.შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს დიდ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას ამომრჩეველთა 52%-მა მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები