24 ივნისი

10:00
სასტუმრო „ჰოლიდეინ ინში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვთარების კომპანიასა“ და კომპანია „რედკოს“ შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლბის მემორანდუმს. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი და კომპანია „რედკოს“ წარმომადგენლები.
10:30
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში , „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლაშა სუხიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მეწყერსაშიში ზონები; წყალმოვარდნის საშიშროება და დაძრული მასა, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ბოლომდე არ ჩამოშლილა. მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565
11:00
სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi” საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და პარიზის ადვოკატთა ასოციაციის „12 მდივნის კონფერენციის“ ერთობლივი მრგვალი მაგიდა გაიმართება, რომელსაც საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და საქართველის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გახსნიან.
11:00
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი დახურულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარმოადგენს და პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობას შეაჯამებს.

11:00
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: არჩევნებში მონაწილეობა და საარჩევნო გარემო. მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565
11:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში პირველადი პროფკავშირისა და ადმინისტრაციის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. თემა: შუალედური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მაუწყებელში დასაქმებულ 500-მდე თანამშრომელს ხელფასი 10 და 20 % – ით გაეზრდება. მის: კოსტავას ქ. #68, პირველი სართული,პრესკონფერენციების დარბაზი.
11:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში არასამთავრობო ორგანიზაციის „ქართველი ემიგრანტების“ თავმჯდომარე ზვიადი ყურშიტაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ვინ აფინანსებს მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
11:00
სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლებლის მე-5 გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. გამოსაშვებ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრება. მისამართი: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. N51. ღონისძიების გაშუქების მსურველი მედიის წარმომადგენლები კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 10:30 საათზე უნდა გამოცხადდნენ. საკონტაქტო პირი: ირაკლი გურგენიძე 577 19 88 66
11:00
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გეგმიური საარტილერიო სწავლება გაიმართება. სწავლებაში მონაწილეობას ღებულობს I საარტილერიო ბრიგადის 152მმ-იანი თვითმავალი დანა ბატალიონის ბატარეები. საბრძოლო სროლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრება. მისამართი: დაბა ვაზიანის სამხედრო პოლიგონი. ღონისძიების გაშუქების მსურველი მედიის წარმომადგენლები IV მექანიზირებულ ბრიგადასთან 10:00 საათზე უნდა მივიდნენ. საკონტაქტო პირი: გიორგი თუხარელი 577 39 30 07

11:00
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, პარლამენტი, დარბაზი N307
11:00
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, პარლამენტი, დარბაზი N301
11:30
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ხელმძღვანელი თემურ შაშიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პოზიცია ალტერნატიული ეკონომიკური ფორუმის ჩატარების შესახებ. მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565
11:30
“პირველის პრესკლუბში” უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: არჩევნებზე სპეცუბნების გაუქმება; ახალი კანონის თანახმად პოლიციის საარჩევნო უბნებთან ყოფნა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:45
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

12:00
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი გაიხსნება. ცერემონიას განათლების მინისტრი დაესწრება. საკონტაქტო პირი ხათუნა პაიჭაძე – 591410545, ილონა ხვიჩია 591705481
12:00
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდება. თემა: ყრუ ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. საკონტაქტო პირი ნათია ლეშკაშელი – 595 52 11 52
12:00
ახალ პოლიტიკურ ცენტრ “გირჩში” , განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ვახტანგ მეგრელიშვილის ბრიფინგი გაიმართება. მის: პოლიკარპე კაკაბაძის ქ. #7ბ. საკონტაქტო პირი მარტა ბარამიძე – 555 56 19 90
12:00
დეველოპერული კომპანია m2 თამარაშვილის ქუჩის №6-ში (შესასვლელი ვაკე-საბურთალოს გამგეობის მხრიდან) ახალ საცხოვრებელ კომპლექსს გახსნის. გახსნას ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და დეველოპერული კომპანია m2 -ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე დაესწრებიან.
12:00
“პირველის პრესკლუბში” პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00
“საზოგადოებრივ პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პოლიტპატიმარი და დევნილი არჩილ ბენიძე ბრიფინგს გამართავს და ვანო მერაბიშვილის, ნიკა გვარამიასა და შალვა ნათელაშვილის დაკითხვას მოითხოვს. მის.: კოსტავას ქ. 68
12:00
პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
12:30
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პოლიტიკური საინიციატივო ჯგუფი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საარჩევნო კამპანიის დაწყება.
12:30
ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. თემა: საარჩევნო კოდექსზე ვეტოს დადების აუცილებლობა. „თბილისი მერიოტი“, სანადიმო დარბაზი
12:30
“რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „პატრიოტათა ალიანსის“ პოლიტსაბჭოს წევრები გიორგი მაღლაკელიძე და ვაჟა ოთარაშვილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: თეთრიწყაროს რაიონში მომხდარი ინციდენტი, რომელზეც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები დეტალურად ისაუბრებენ და მუხრანში პლაკატის დაჭრის ფაქტი.

13:00
კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის რეგიონული პროექტების დეპარტამენტის უფროსი კოტე ჩლაიძე გაუძღვებიან. თემა: პროექტმა „კინო სკოლაში“, ევროკავშირის პროგრამის “Creative Europe” დაფინანსება მიიღო.
13:00
სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეული სამხედრო სწავლებას ჩაატარებს. სამხედრო წვრთნებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრება. მისამართი: ქ. სენაკი, II ქვეითი ბრიგადა
13:00
პარტიის ოფისში “თავისუფალი დემოკრატების” ბრიფინგი გაიმართება.
14:00
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება ახალი სამწლიანი პროექტის „¬მართლმსაჯულება ყველასათვის“ პრეზენტაცია, რომელსაც გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, შს მინისტრის მოადგილე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის მოადგილე და სხვა მნიშვნელოვანი პირები დაესწრებიან.
14:00
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ქალაქ ქუთაისში ადგვილობივი ბიზნეს-სექტორის 100-მდე წარმომადგენელს შეხვედება და მათ პრობლემებს პირადად მოისმენს. მის: ქ. ქუთაისი, პუშკინის 6, “USAID”-ის ოფისი. საკონტაქტო პირი: სოფო მაქაცარია 591650500

14:30
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართება. მის: თავისუფლების #2
15:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება. მის: თავისუფლების #2
16:00
საქართველოს რეფორმების ასოციაცია ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ევროკავშირის შესახებ საჯარო შეხვედრას გამართავს. თემა: გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ევროკავშირში, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი.
16:00
რუსთაველის თეატრში, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სტუდენტური ნაშრომების ეროვნული კონკურსის „ჩემი რუსთაველი“ ერთობლივ დაჯილდოების ცერემონიას გამართავს. საკონტაქტო პირები: სოფო ჭიჭინაძე – 599 196907, მაგდა ნოვაკოვსკა – 598 822544
16:00
თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედი „ნორჩი ეკონომისტის“ სკოლისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება.

17:00
კარდიო-რეაბილიტაციის ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და ნიდერლანდების საკონსულოს წარმომადგენელი და კლინიკის სამედიცინო დირექტორი დაესწრებიან. მის: გობრონიძის ქ.N27. საკონტაქტო პირები: ნინო კობერიძე 577 399 280, ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03
18:00
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, გაიმართება საქართველოს კონსერვატიული პარტიის ქალთა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ქალბატონების მიერ სხვადასხვა ჟანრისა და განსხვავებული ტექნიკით შესრულებული 100-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში.
19:00
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მწერალი და კინორეჟისორი, ილიაუნის 2016 წლის ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი, ნანა ექვთიმიშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: ტექსტი და სინამდვილე.
19:00
მამა ლაზარე დულუზაურის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ბულაჩაურის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მრევლის პოეზიის საღამო – “პოეტები საქართველოსთვის“. მის: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული. საკონტაქტო პირი: ნათია გოგუაძე – 595 30 05 19

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები