შს მინისტრი: არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ლიკვიდაცია მოხდეს და ეს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ

არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ლიკვიდაცია მოხდეს და ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ, რათა მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ მიმართა ე.წ.სასამართლოს, რომ ოთხოზორიას მკვლელის დაკავება მოხდეს. მღებრიშვილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას სწორად აფასებს და ამბობს, რომ ეს ისევ და ისევ მისი უსაფრთხოებისთვის არის სწორი.
„აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ მიმართა დე ფაქტო სასამართლოს, რომ ოთხოზორია დააკავონ. ეს არის სწორი გადაწყვეტილება ისევ და ისევ მისი უსაფრთხოებისთვის. არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია, ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ და ამით მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები