საქართველოს პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელი ეწვია

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის მოწვევით საქართველოს პოლონეთის სახელმწიფო მდივანი, ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელი პაველ სოლოხი ეწვია.
როგორც “კვირას” უშიშროების საბჭოდან აცნობეს, ორდღიანი ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, თავდაცვის მინისტრთან, გენერალური შტაბის უფროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს ვიზიტის მსვლელობისას თან ახლავს ბიუროს შეირაღებულ ძალებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორი, გენერალი იაროსლავ კრაჟევსკი.
“2014 წელს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატსა და პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების ბიუროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლი, რომელიც უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით გლობალურ, რეგიონალურ და ორმხრივ დონეზე ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.
პროტოკოლი ითვალისწინებს რეგულარულ კონსულტაციებს შემდეგ საკითხებზე:
• უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობა;
• ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვის კონტექსტში;
• რეგიონალური უსაფრთხოება, აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში ვითარების გათალისწინებით;
• ორმხრივი სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა;
• სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში გამოცდილების გაზიარება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები