ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ავტომობილი ორ არასრულწლოვანს დაეჯახა

თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე ორ არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოზარდები საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები