პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე კვლავ თამარ ქალდანი დაამტკიცა
პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე კვლავ თამარ ქალდანი დაამტკიცა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა. მანამდე კი, აღნიშნულ თანამდებობაზე ნიკოლოზ ლეგაშვილის კანდიდატურა ჩავარდა.
თამარ ქალდანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პოსტზე საქმიანობას მომავალი 3 წლის განმავლობაში გააგრძელებს.
”თქვენს იმედზე ვართ, რომ უწყებები ჩვენს უფლებებს არ არღვევდნენ – აბა, თქვენ იცით“, – ასე მიულოცა თამარ ქალდანს ხელახალი არჩევა პარლამენტის თავმჯდომარემ.