ტრამპმა მედვედევს სიტყვიერი საზღვრების გადაკვეთა შეახსენა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, სიტყვები ფრთხილად უნდა შეარჩიოს.
როგორც ცნობილია, ამ კვირის დასაწყისში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ 10 დღეში დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ ტარიფების და სხვა ზომების დაწესებას, თუ მოსკოვი უკრაინაში ომის დასრულების საკითხში პროგრესს არ აჩვენებდა.
ამის საპასუხოდ, დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ ტრამპი „რუსეთთან ულტიმატუმების თამაშს თამაშობს“. მან დასძინა, რომ ყოველი ახალი ულტიმატუმი საფრთხე და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია და დააკონკრეტა, რომ ეს არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ საკუთარ ქვეყანასთან ხდება.
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საუბარი რუსეთთან ინდოეთის ვაჭრობის თემით დაიწყო, შემდეგ კი რუსეთზე გადაერთო.
„არ მაინტერესებს, რას იზამს ინდოეთი რუსეთთან. ორივეს შეუძლია თავისი მკვდარი ეკონომიკა დაანგრიოს. ჩვენ ძალიან მცირე თანამშრომლობა გვაქვს ინდოეთთან, მათი ტარიფები ძალიან მაღალია, თითქმის ყველაზე მაღალი მსოფლიოში.
ასევე, შეერთებულ შტატებს რუსეთში თითქმის არანაირი ერთობლივი საქმე არ აქვს. მოდით, ასე დავტოვოთ და ვუთხრათ მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ჯერ კიდევ თავს პრეზიდენტად თვლის, რომ სიტყვები ფრთხილად შეარჩიოს, რადგან ის ძალიან სახიფათო ტერიტორიაზე შედის“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.