აღმაშენებლის გამზირზე ტრანსფორმატორს ცეცხლი გაუჩნდა

აღმაშენებლის გამზირის №61-ში, სადაც ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ტრანსფორმატორს ცეცხლი გაუჩნდა და აალდა, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ტრანსფორმატორს ცეცხლი იმ დროს გაუჩნდა, როდესაც მუშები ძაბვის განაწილებას ახდენდნენ. ერთ-ერთმა მუშამ სხეულის დამწვრობა მიიღო და შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა. მედიკოსთა ბრიგადამ დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანა.მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები