გიორგი მღებრიშვილი: პრემიერის დავალებაა, რომ ყველა უწყებამ გახსნას კარი მომავალი თაობისთვის

თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებმაც უახლოეს მომავალში უნდა გადაიბაროთ ქვეყნის მართვის სადავეები და ჩვენ ამაში მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ, – ამ სიტყვებით შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სტუდენტებს პოლიციის აკადემიაში კარიერული განვითარების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რომ ძალოვან უწყებასა და მასზე დაქვემდებარებულ 15 სტრუქტურულ ერთეულში დასაქმდნენ.
„ის, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, ემსახუროთ თქვენს ხალხს, თქვენს ქვეყანას, ძალიან მნიშვნელივანია, აქ წარმოდგენილი ხართ დაახლოებით 13 სასწავლებლიდან 200-ზე მეტი სტუდენტი. თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებმაც უახლოეს მომავალში უნდა გადაიბაროთ ქვეყნის მართვის სადავეები და ჩვენ ამაში მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ. მე ზუსტად ვიცი პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება განათლებისადმი, მე ზუსტად ვიცი პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება კვალიფიციური კადრებისადმი. დღეს რომ ჩვენ აქ შეკრებილები ვართ, პრემიერის დავალებაა. მისი დავალებაა, რომ ყველა უწყებამ გახსნას კარი მომავალი თაობისთვის, განათლებული, განვითარებული თაობისთვის, რომლებიც ორიენტირებული ხართ პროგრესზე. თაობისთვის, რომლებიც აღჭურვილი ხართ ყველაზე მძლავრი იარაღით – განათლებით, როგორც უკვე ვთქვი”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები