ნინო წერეთლის განცხადებით, გამოცდების შედეგები აგვისტოს პირველ რიცხვებში გამოცხადდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო წერეთლის ცნობით, გამოცდების შედეგების გამოცხადება დასრულდება აგვისტოს პირველ რიცხვებში.

,,ნებისმიერ აპლიკანტს შესაძლებლობა ექნება, რომ გაასაჩივროს თავისი ნაშრომი. აბიტურიენტებისთვის ხაზგასმით მინდა, ვთქვა, შედეგების ნახვისა და, რა თქმა უნდა, აპელაციის პროცესის დასრულების შემდგომ, მათ ექნებათ საშუალება, შეცვალონ თავიანთი არჩევანი, ჩამოაყალიბონ, რომელი პროგრამები, რომელი უმაღლესებია მათთვის უკეთესი და დაალაგონ რეიტინგულად ეს სია“, – განმარტა წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები