27 ივნისს აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა 27 ივნისს გაიმართება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას ასევე, რუსეთისა და საქართველოს სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებიც მიიღებენ.
უწყების ცნობით, კონსულტაციების დროს იგეგმება ორმხრივი, რუსულ-ქართული ურიერთობების პრაქტიკული საკითხების განხილვის გაგრძელება.