ირანული მედიის ცნობით, ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას მხარი დაუჭირა

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ზომებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის, გლობალური მნიშვნელობის სატრანზიტო გზის, ჩაკეტვას ითვალისწინებს.

ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული ავიადარტყმების საპასუხოდ იყო მიღებული.

ირანის სახელმწიფო მაუწყებელმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკანონმდებლო ორგანომ მიაღწია კონსენსუსს სრუტის ჩაკეტვის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილება კი ირანის უზენაესმა ეროვნულმა უსაფრთხოების საბჭომ უნდა მიიღოს.

ეს არხი, რომელიც ირანსა და ომანს ჰყოფს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზაა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნავთობის გადაზიდვისთვის.

 

წყარო: imedinews

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები