22 ივნისი

11:00
 მანუჩარ მაჩაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თამაზ მეჭიაურის პარტიაში გაწევრიანების მიზეზი; რატომ დატოვა „პატრიოტთა ალიანსი“; ვინ ეწინააღმდეგება მის პოლიტიკაში ყოფნას და რატომ იხდის ბოდიშს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
 11:30
“ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მანანა ნაჭყებია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
09:00
პარაგვაის რესპუბლიკის კონგრესის დელეგაცია 09:00-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეწვევა. 09:15-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დავით დონდუასთან შეხვედრას გამართავს. 10:00-ზე ქ. თბილისის იუსტიციის სახლს ეწვევიან და დაათვალიერებენ. 11:00-ზე ქალაქ მცხეთაში გაემგზავრებიან და ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. 14:30-ზე ქ. გორს ეწვევიან და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხლებით ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს მოინახულებენ სოფელ ხურვალეთში. შეხვდებიან დევნილ მოსახლეობას.
10:00
სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია” გაიმართება კონფერენცია თემაზე: „ნატოს ვარშავის სამიტი – გამოწვევები და მოლოდინები“.
11:00
NEW
შსს-ს აკადემიაში კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 13 უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის 200-მდე სტუდენტი. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრებიან. მისამართი: თბილისი, გმირი კურსანტების ქ. 4
11:00
NEW
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თბილისში, 30 დევნილ ოჯახს ბინის გასაღებებს გადასცემს. მისამართი: თბილისი, საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“
11:30
“პირველის პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00
“პირველის პრესკლუბში” შშმ ბავშვის მშობელი ლელა ჯანაშია სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „9 აპრილის“ საზოგადოების თავჯდომარე თამაზ ბიბილური ბრიფინგს გამართავს. თემა: 24 ივნისს, 14:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლების ყრილობა ჩატარდება და საიდუმლო საცავებიდან ამოღებული უნიკალური ფოტოსურათების პირველი გამოფენა მოეწყობა.
12:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე ბრიფინგს გამართავენ. ბრიფინგზე მხარეები მედიას დასაქმების ფორუმის შედეგებს გააცნობენ. მის: აღმაშენებლის N61 (ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს).
12:30
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, პარლამენტი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
12:30
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, პარლამენტი, ოთახი N306
A8
13:00
პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, პარლამენტი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.
13:00
NEW
საქართველოს პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აირჩევს. ქუთაისში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართება პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის კანდიდატების თამარ ქალდანისა და ნიკოლოზ ლეგაშვილის კანდიდატურების კენჭისყრა.
14:00
კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართება. „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. კონკურსის ფინალურ ეტაპზე 10 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. მისამართი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი, გუდიაშვილის ქუჩა N7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები