მეცნიერები – ბავშვობაში არასრულფასოვანი კვება მომავალში საკუთარი თავის კონტროლს ართულებს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვობაში არასრულფასოვანი კვება ზრდასრულ ასაკში თვითკონტროლის დროს პრობლემებს წარმოშობს და იმპულსურობის განვითარებას ხელს უწყობს.
შესაბამისი კვლევა ჟურნალ International Journal of Environmental Research and Public Health-ში გამოქვეყნდა.
კვლევის მიხედვით, ადამიანების 37%, რომელიც ბავშვობაში საკვების მიღების ნაკლებობას განიცდიდა, ზრდასრულ ასაკში თავის ქცევას ვერ აკონტროლებდა, რის გამოც ხშირად ჩხუბსა და სხვა სახის კონფლიქტებში იყო ჩართული. იმ ადამიანებიდან, ვინც ბავშვობაში შიმშილს არ განიცდიდა, მხოლოდ 15%-მა განაცხადა, რომ თვითკონტროლის პრობლემები აქვს და ზედმეტად იმპულსურები არიან. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ სწორი და საკმარისი რაოდენობით კვება ადამიანის ხასიათის ფორმირებაზე და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უშუალო გავლენას ახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები