ჯემილევი: რუსეთი შესაძლოა, პარიზში მომხდარ ტერაქტთან იყოს დაკავშირებული

  უკრაინის დეპუტატი, მუსტაფა ჯემილევი რუსეთის მონაწილეობას სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ რედაქციაში მომხდარ ტერაქტში არ გამორიცხავს. ამის შესახებ უკრაინული პრესა წერს. ჯემილევის მოსაზრებით, ტერორისტები შესაძლოა, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ალ-ქაიდამ“ „შარლ ებდოზე“ რედაქციაში მომხდარი ტერაქტი საკუთარ თავზე აიღო.
ჯემილევის ვარაუდით, საფრანგეთში განვითარებული მოვლენები შესაძლოა, რუსეთიდან იყოს მართული.
უკრაინის სახალხო დეპუტატი აღნიშნავს, რომ მოსკოვს არსებული სიტუაცია სარგებელს მოუტანს.
„ისლამური სახელმწიფო“ არ არის მთლად დამოუკიდებელი ძალა“. მომხდარი ტრაგედია შესაძლოა, ანტიისლამური მიმართულებით იყოს გამოყენებული და ეს ასეც იყო გათვალისწინებული… ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ მოსკოვი დაინტერესებულია იმით, რომ საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის საქმიანობა რუსეთიდან უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიიდან ანტიისლამურ მიმართულებაზე და შესაძლოა, ევროკავშირის დაშლის საკითხზე იყოს მიმართული“, – განაცხადა ჯემილევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები