ბათუმის მიმართულებით ახალი შიდა ავიარეისები თბილისიდან და ნატახტარიდან შესრულდება

24 ივნისიდან ახალი შიდა ავიარეისები ბათუმის მიმართულებით თბილისიდან და ნატახტარიდან შესრულდება.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთის საწყისი ფასი 50 (ერთი გზა) დოლარი იქნება, რომელსაც ყაზახური კომპანია “SKYBUS” შეასრულებს.
ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით ქართული ავიაკომპანია „სერვის ეარი” იფრენს, ავიაბილეთის ფასი 80 ლარი იქნება.
ამასთან, Skybus-ი ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა რეისებს 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 50-ადგილიანი CRJ100 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით რეისები 21 ივნისიდან დაიწყო, რომელსაც ავიაკომპანია „სერვის ეარი” განახორციელებს. კომპანია ყოველ სამშაბათს, ხუთშაბთსა და კვირას 17 ადგილიანი L410 საჰაერო ხომალდით იფრენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები