მებაჟე ოფიცრებმა კანონდარღვევა გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე, კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
„საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“, კონტროლის ზონაში, მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანის მოქალაქე ა.მ.-ისა და მისი თანმხლები პირების (ზ.ა., ა.ს. და ნ.ა.) ფიზიკური დათვალიერები შედეგად, აღმოაჩინეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ბრილიანტის თვლებით.
კერძოდ, ზ.ა.-ს აღმოაჩნდა 55,77 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 17636,61 ლარი, ხოლო ნ.ა.-ს – 53,92 გრამი ოქროს ნაკეთობები, საბაჟო ღირებულებით 15196,91 ლარი. მათი განცხადებით, აღნიშნული ოქროს ნაკეთობები ეკუთვნოდა ზემოთ აღნიშნულ პიროვნებას, ა.მ.-ს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. მსგავსი ფაქტი გამოავლინეს 16 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „სადახლო-საავტომობილოს“, მებაჟე ოფიცრებმაც. მათ საქართველოს მოქალაქე ნ.მ.-ს, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ხელბარგში 201,23 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და 20,88 გრამი ვერცხლის ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 4518,91 ლარი. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4518,91ლარის ოდენობით“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები