გივი თარგამაძის დაკითხვა დასრულდა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გივი თარგამაძის დაკითხვა დასრულდა. დეპუტატს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში 2 საათის განმავლობაში მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით კითხავდნენ, რომლის მიხედვითაც „ე.წ. კანონიერმა ქურდმა, დათო გერლიანმა, ზედმეტსახელად “სვანმა“, საქართველოს საზღვარი ისე გადმოკვეთა, რომ არ დაუკავებიათ“.
როგორც თარგამაძემ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძებელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა ინფორმატორის ვინაობა არ დაასახელა. მისივე თქმით, ინფორმატორთა შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლებიც არიან.
“შს სამინისტროს მივაწოდე ინფორმაცია, რაც წინასაარჩევნოდ ე.წ ქურდულ შეკრებებს უკავშირდება, რომელიც ძირითადად სასაზღვრო რაიონებში ტარდება. ეს არის ქალაქი ქემალფაშა, ასევე ერევანში დამკვიდრებულია შაქრო კალაშოვი. მე კვლავ ვამოწმებ ინფორმაციებს და დაწვრილებით მოგაწვდით სამომავლოდ. ასევე საზოგადოება მალე გაიგებს, თუ როგორ და ვიზე ნაწილდება ქალაქში უბნები. ამით დაინტერესებულია ხელისუფლება და პირადად შს მინისტრი”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები