ლანა პაპიძე: უფალმა 6 თვე აცოცხლა შვილმკვდარი დედა და ესე იგი, მაგდა კიდევ იცოცხლებს

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის დის ლანა პაპიძის განცხადებით, პროკურორების კითხვები უსუსური იყო და ძირითადად მაგდა პაპიძის ინტიმურ ცხოვრებას ეხებოდა.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ბრალდებულის დამ განუცხადა, მათ არ აქვთ კონკრეტული ეჭვები, თუ ვინ მოკლა ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები, თუმცა გამოუძიებელი ფაქტები „ბევრ რამეზე მეტყველებს“.
ლანა პაპიძის განცხადებით, მალხაზ ქაფიაშვილის მეგობარი გოგოს მხრიდან არსებულ მუქარებზე მან დეტალურად სასამართლო პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, მუქარები ძირითადად მაგდა პაპიძის მისამართით იყო.
„კონკრეტული ეჭვები არ გვაქვს, თუ ვინ მოკლა თორნიკე და ომარ ქაფიაშვილები, თუმცა გამოუძიებელი ფაქტები ბევრ რამეზე მეტყველებს. ძალიან ბევრ ეჭვებს ბადებს შეცვლილი ჩვენებები, მათ შორის დედამთილის ისტერიკები და თავპირის გლეჯვა. მე საკადრისი პასუხი გავეცი ყველას. მე ვერ მოვისვენებდი პასუხები საჯაროდ რომ ვერ გამეცა ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით გაკეთებულ ბრალდებებზე. დანარჩენს უფალი მიხედავს. 6 თვე აცოცხლა შვილმკვდარი დედა და ესე იგი ის კიდევ იცოცხლებს. გააგრძელებს ცხოვრებას გადასარევად, მშვიდად და დაუბრუნდება ოჯახს. ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ლანა პაპიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები