21 ივნისი
10:00
სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, “გალტ & თაგარტის” სექტორული კონფერენციების სერიებიდან, პირველი სექტორული კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია მიეძღვნება ტურიზმის სექტორს და პირველი ნაწილი დაეთმობა „გალტ & თაგარტის“ მიერ მომზადებული ტურიზმის სექტორის ანგარიშის პრეზენტაციას. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრება. მის: 26 მაისის მოედანი N1
10:30
“პირველის პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“–ს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: „გაზპრომსა“ და „გასკო+“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეფასება. შეუძლია თუ არა ხელისუფლებას აღნიშნულ ურთიერთობებში ჩარევა?! მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.
11:00
“პირველის პრესკლუბში” “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვიქტორ დოლიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის პროექტზე ეთიკის წესების შესახებ ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:15
პარაგვაის რესპუბლიკის კონგრესის დელეგაცია 11:15-ზე საქართველოს პარლამენტში გაემგზავრება. 11:30-ზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრას გამართავენ. მის: B კორპუსი, მე-2 სართული, თავმჯდომარის სათათბირო ოთახი. 12:15-ზე საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაემგზავრებიან და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ კონრადუ პაპალარდოს დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან. 14:45-ზე ეროვნულ გალერეასა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გადაინაცვლებენ დასათვალიერებლად.
11:30
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პარლამენტის ბოლო სასესიო კვირა; რიგგარეშე სხდომები და პროცედურული საკითხები; მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30
“პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
NEW
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარაგვაის რესპუბლიკის კონგრესის დელეგაციის წევრებთან შეხვედრას გამართავს. მის: თბილისი, პარლამენტი, B კორპუსი, II სართული, თავმჯდომარის სათათბირო ოთახი
12:00
მანუჩარ მაჩაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თამაზ მეჭიაურის პარტიაში გაწევრიანების მიზეზი; რატომ დატოვა „პატრიოტთა ალიანსი“; ვინ ეწინააღმდეგება მის პოლიტიკაში ყოფნას და რატომ იხდის ბოდიშს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
“პირველის პრესკლუბში” ადვოკატი ნონა ფილაური ერთ-ერთი მოშიმშილე ავადმყოფი პატიმრის შესახებ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
A8
12:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ბრიფინგს გამართავს.
12:00
NEW
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
12:00
NEW
გოგირდის აბანოების წარმომადგენლები აბანოთუბანში ბრიფინგს გამართავენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ – გოგირდის აბანოები სამი დღით იხურება. საკონტაქტო პირი: ნოდარ ტოტოღაშვილი 597 58 07 00
12:00
NEW
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პროფესიულ კოლეჯ „მერმისს“ დაათვალიერებენ, სტუდენტებს შეხვდებიან და ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ პროექტზე, რომელიც ზრდასრული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებით და ახალი პროფესიის დაუფლებით, მათი დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მისამართი: გურამიშვილის გამზირი 72 ბ, პროფსიული კოლეჯი „მერმისი“
12:30
“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სახალხო დამცველის ოფისში თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლებები და სასამართლოში შეტანილი სარჩელები უჩა ნანუაშვილის წინააღმდეგ. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ტრადიციონალთა კავშირის” ლიდერი აკაკი ასათიანი ბრიფინგს გამართავს.
13:00
თიბისი ბანკის სათაო ოფისში თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტის, „ბიზნესდაჯილდოება 2016-ის“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოების შესახებ აუდიტორიას ინფორმაციას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და ჯეოსელის გენერალური დირექტორი პაველ სმალინსკი მიაწვდიან. მისამართი: მარჯანიშვილის ქ. 7, თიბისი ბანკის სათაო ოფისი, თიბისი გალერეა (მე-4 სართული)
13:00
თბილისის პროკურატურამ პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი აღმასრულებელი მდივნის, შსს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ ელისო კილაძის მიერ საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებზე ერთწლიანი გამოძიება დაასრულა. აღნიშნულ საკითხზე ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია პრესკონფერენციას გამართავს. მის: სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტი”
13:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში პარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი ლალი მოროშკინა ბრიფინგს გამართავს.
13:00
NEW
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი 419
A8
13:30
NEW
დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კავკასიის რეგიონის წამყვანი ბეჭდური მედიის, ასევე რადიო თავისუფლების რეგიონალური ბიუროების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. მის: პარტიის სათაო ოფისი, აბულაძის 8
15:00
NEW
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
15:00
NEW
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი
16:30
პარაგვაის რესპუბლიკის კონგრესის დელეგაცია 16:30-ზე ძველ თბილისსს (მეტეხის პლატო; აბანოთუბანი) დაათვალიერებს. 17:10-ზე კი საქართველოს პარლამენტში გაემგზავრება და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ზვიად კვაჭანტირაძესთან და კომიტეტის წევრებთან შეხვედრას გამართავს.
17:00
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ონოკოლოგთა ასოციაცია საქართველოს ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს.
მისამართი: ლუბლიანას ქ. # 5 (რკინიგზის საავადმყოფო) ”ჰოსპიტალ დიღომის” შენობა. მესამე სართული. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტ: 551150773
17:20
NEW
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე და კომიტეტის წევრები: ერეკლე ტრიპოლსკი და თამარ ხიდაშელი პარაგვაის რესპუბლიკის კონგრესის დელეგაციის წევრებთან შეხვედრას გამართავენ. მის: თბილისი, პარლამენტი, A კორპუსი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სათათბირო ოთახი 408