შალვა ფიფია კატარის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია კატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა დელეგაციის წევრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის პოტენციალი გააცნო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობა რეალური პრიორიტეტია და აქტიურად ხორციელდება დარგის განვითარებისთვის ხელშემწყობი პროექტები, მათ შორის სამელიორაციო და საირიგაციო, სურსათის უვნებლობის, სასოფლო-სამეურნეო კოოპარაციის, საექსპორტო ბაზრების ზრდისა და სხვა მიმართულებებით. მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგი ინვესტორებს არაერთი მიმართულებით სთავაზობს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას. ასევე საუბარი შეეხო საქართველოს საგადასახადო სისტემის ძირითად პრინციპებსა და საკანონმდებლო საკითხებს. დელეგაციის წევრებმა მასპინძლობისთვის მინისტრს მადლობა გადაუხადეს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიმართულებით აქტიური ნაბიჯები უახლოეს მომავალში გადაიდგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები