მაგდა პაპიძის დამ წინასწარი გამოძიების ჩვენება სასამართლოში შეცვალა

მეუღლის და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძეს დამ, ლანა პაპიძემ, წინასწარი გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენება სასამართლოში შეცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმე ლანა პაპიძემ გამოძიების პროცესში საკუთარი ჩვენება უარყო და განაცხადა, რომ დაკითხვის ოქმს ხელი ისე მოაწერა, რომ ჩვენება არ წაუკითხავს. მისივე განმარტებით, ჩვენებაში მოყვანილი ფაქტები, თითქოს, მაგდა პაპიძე ბავშვს ცუდად ექცეოდა, საყვარელი ჰყავდა და მეუღლე აღარ უყვარდა, ტყუილია. მოწმის ინფორმაციით, პანაშვიდის დროს, პაპიძის და ქაფიაშვილის ოთახში სისხლი არ შეუმჩნევია.
“ლურჯმა ნათებამ სისხლის ლაქები რომ გამოკვეთა, შესაძლოა, ომარის სისხლი ყოფილიყო. ომარს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ავარია მოუვიდა და ცხვირიდან სისხლი შადრევანივით მოსდიოდა”, -განაცხადა ლანა პაპიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები