რა სიახლეა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში?

 400 ათასამდე ბენეფიციარი – სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, პედაგოგები, დევნილები, სახელმწიფო პრემიის ლაურეატები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებისა და მცირე საოჯახი ტიპის სახლების ბენეფიციარები, ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებულები და გალის ტერიტორიაზე მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები, რომლებიც ამ დრომდე კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ იყვნენ დაზღვეულები, სამედიცინო მომსახურებას უცვლელი პირობებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებებისთვის ამოქმედებულ ცვლილებებსაც. დღეიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულმა სამედიცინო დაწესებულებებმა, ახალი მოსარგებლეების რეგისტრაცია სპეციალური სააღღიცხვო დოკუმენტის მიხედვით უნდა მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ის პოლიკლინიკა და კლინიკა დაჯარიმდება, რომელიც პაციენტის უფლებას დაარღვევს და მასთან შეთანხმების გარეშე დაარეგისტრირებს მათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები