მაგდა პაპიძეს დარბაზში მჯდომმა პირმა შეურაცხყოფა მიაყენა

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს სასამართლო დარბაზში დამსწრე ერთ-ერთმა ახალგაზრდამ პაპიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბრალდებული ომარ ქაფიაშვილის ძმას, მალხაზ ქაფიაშვილს შეკითხვას უსვამდა.
„ჩემს შვილზე ამ ადამიანს დიდი ამაგი აქვს და ამას არასოდეს დავუკარგავ. დედასთან მომიწია ხმის აწევა და ამას ძალიან განვიცდი“, – აღნიშნა მაგდა პაპიძემ, რა დროსაც დარბაზში მჯდომი ერთ-ერთი პირი წამოდგა და მას გინება დაუწყო.
მამაკაცი სასამართლო დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს. მეორედ კი მაგდა პაპიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მაშინ მიაყენეს, როდესაც ბრალდებული ომარ და თორნიკე ქაფიაშვილებთან გატარებულ „ლამაზ დღეებს“ იხსენებდა.
შეგახსენებთ, რომ მამა-შვილი ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები 2015 წლის 19 დეკემბერს გარდაცვლილები იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ოთარ ბერძენიშვილთან ურთიერთობის გაგრძელების მიზნით მაგდა პაპიძემ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მოკლა. სამართალდამცველებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკავეს.მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები