გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე დღეს კრიმინალურ პოლიციაშია დაბარებული.
როგორც “კვირას“ ”ნაციონალურ მოძრაობაში” განუცხადეს, გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში დღეს, 17:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. პარტიაში აცხადებენ, რომ თარგამაძე დაკითხვაზე მივა.
თარგამაძე პოლიციაში მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით არის დაბარებული, რომლის მიხედვითაც „ე.წ. კანონიერმა ქურდმა, დათო გერლიანმა, ზედმეტსახელად “სვანმა“, საქართველოს საზღვარი ისე გადმოკვეთა, რომ არ დაუკავებიათ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები