ინციდენტი სასამართლოში – ჩხუბი ბრალდებულ მაგდა პაპიძისა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შორის მოხდა

დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის განხილვამდე, ბრალდებულის დისა და გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებს შორის ჩხუბი მოხდა.
ბრალდებულის და – ლანა პაპიძე, დედა – ლია შამუგია და ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტის განმუხტვა მანდატურებმა შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ მამა-შვილი ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები 2015 წლის 19 დეკემბერს გარდაცვლილები იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ოთარ ბერძენიშვილთან ურთიერთობის გაგრძელების მიზნით მაგდა პაპიძემ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მოკლა. სამართალდამცველებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკავეს.მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები