თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

25 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი და თამარ გვერდწითელის საერთაშორისო ფონდი „მუსიკა საზღვრებს გარეშე“ თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო კონცერტს გამართავს, რომელზეც გაჟღერდება ცნობილი მომღერლის ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ძველი და ახალი სიმღერები.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
თამარ გვერდწითელთან ერთად საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგებიან: ანსამბლი „შვიდკაცა“, პაატა ანდრიაძის ბენდი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი. საღამოს რეჟისორია ზაზა ორაშვილი, პროდიუსერი – რეზი ახრახაძე. კონცერტი ეხმაურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივას, დაარსდეს თავშესაფარი და გაეწიოთ დახმარება მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს, რომლებიც ხდებიან სრულწლოვანები და მათზე არანაირი სოციალური პროგრამა აღარ ვრცელდება. კონცერტიდან შესული თანხა მთლიანად მოხმარდება პატრიარქის ამ წამოწყებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები