მარნეულმა კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ გალა კონცერტს უმასპინძლა

მარნეულში, ქართული ტრადიციული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ ბოლო დღე გალა კონცერტით დასრულდა.
ფესტივალში მონაწილეობას ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა შემსრულებლები  იღებდნენ.
დასკვნით  ღონისძიებას  ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, მომღერლები – თამარ ჭოხონელიძე, ირმა სოხაძე, ნუგზარ კვაშალი,  ქვემო ქართლის  გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი,  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და ქვემო ქართლის  სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონკურსში გამარჯვებულმა გრან-პრის მფლობელმა კონკურსანტებმა   მუსიკალური ნომრები,    ქართული ესტრადის ცნობილ  წარმომადგენლებთან ერთად  შეასრულეს.
კონკურსის   გამარჯვებულ  მონაწილეებს, ორგანიზატორების სახელით,  სხვადასხვა პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ.
აღსანიშნავია, რომ კონკურს – ფესტივალის  მიზანს    ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის შესწავლა  და პოპულარიზაცია წარმოადგენდა,  როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში.
აღნიშნული პროექტი, კავშირი „დემოსის“ და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის ინიციატივით შემუშავდა, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს კულტურის სამინისტრო უწევდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები