თბილისში სამარშრუტო ტაქსი ბეტონმზიდს შეეჯახა – დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში მოათავსეს

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ორი საავადმყოფოში მოათავსეს. შემთხვევა თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
სამარშუტო ტაქსი, რომელიც უნივერსიტეტის მიმართულებით მოძრაობდა ბეტონმზიდს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, სამარშრუტო ტაქსის მგზავრები დაშავდნენ. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების და საგანგებო სიტუაციების მართვის ბრიგადა იმყოფებოდა. ექიმებმა დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს, შედარებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები