გინეკოლოგი: მაგდა პაპიძე დაკავებისას 2-3 კვირის ორსული იყო

ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს გინეკოლოგის ინფორმაციით, მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე დაკავების დროს ორსულად იყო. გინეკოლოგმა ნატა ფირცხალავამ სასამართლოს ეს ინფორმაცია ნაფიც მსაჯულებს დახურულ კარს მიღმა მიაწოდა. თუმცა, სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს იგივე ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც ფირცხალავამ პროცესის შემდეგ განაცხადა, მაგდა პაპიძე თავდაპირველად 2015 წლის 23 დეკემბერს გასინჯეს და მას ორსულობა დაუდგინდა.
„ორი-სამი კვირის ორსული იყო. განმეორებით 26 დეკემბერს გავსინჯეთ და ორსულობა უკვე შეწყვეტილი იყო. ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენთან, კლინიკაში, იმყოფებოდა. მიზეზს ვერ გეტყვით, რატომ შეწყდა ორსულობა. მაგდა პაპიძემ თავად იცოდა, რომ იყო ორსულად და აინტერესებდა, ვითარდებოდა თუ არა ეს ორსულობა“, – განაცხადა ნატა ფირცხალავამ.
გინეკოლოგის ინფორმაციით, ბრალდებულს გასინჯვის დროს რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს, დანაშაული 19 დეკემბერს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები