„მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული “ქართული ღვინის კულტურა“ – გამოფენა გაიმართება
დღეს, 17.00 საათზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამოფენა: „მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული ქართული ღვინის კულტურა“ გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება საფრანგეთის სხვადასხვა მუზეუმსა და არქივში დაცული ფოტოები ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შესახებ.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებულ ფოტოებზე ასახულია რთველი, ღვინის დაწურვა, ღვინის მნიშვნელობა სადღესასწაულო სუფრაზე, თიხის სხვადასხვა საღვინე ჭურჭელი, ქვევრები და ა.შ. გამოფენის ორგანიზატორია კულტურული მემკვიდრეობის კურატორი ანა ჭეიშვილი. აღნიშნული გამოფენა წარმოდგენილი იყო პარიზში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში (OIV), სადაც სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.