17 ივნისი
10:30
საათზე – გადაცემა „2030“-ის წევრი, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და განცხადებას გააკეთებს თუ რა წერილები გადასცა მას შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ა/ო „შესყიდვების მონიტორინგის და სწავლების ცენტრის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბაჯელიძემ და გაასაჯაროვებს ყველა წერილს.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ომარ ნიშნიანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართავს. ასევე, ისაუბრებს თამაზ მეჭიაურთან მიმდინარე მოლაპარაკებაზე. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
თბილისის მერი დავით ნარმანია ახალ საბავშვო ბაგა-ბაღს გახსნის. საკონტაქტო პირი: ლანა ქარდავა 577 15 85 72. მის: ნაძალადევი, მანჯგალაძის ქუჩა 19 (ღვთისმშობლის ეკლესიასთან).
11:00
NEW
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
11:30
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 155 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. მის: ა. პოლიტკოვსკაიას 61, სოხუმის უნივერსიტეტი, IV სართული, საპრეზენტაციო ოთახი
11:30
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. თემა: ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის მიმართ, „რუსთავი 2“-ის საკასაციო საჩივრის პერსპექტივები უზენაესს სასამართლოში. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
“პირველის პრესკლუბში” დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე კვირას დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა და პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით 19 ივნისს გაიმართება ღონისძიება, რომელიც იქნება სახელმწიფო დემოგრაფიული პროგრამის განხორციელების 3-წლიანი ანგარიში. ასევე ფონდის მუშაობის 3-წლიანი ანგარიში. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო 595 03 77 22
12:00
“თავისუფალი დემოკრატების” ოფისში ირაკლი ალასანია პარტიის ახალ წევრებს წარადგენს.
12:00
NEW
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
13:00
სამგორის რაიონის N12-ე ოლქში გაივლის რეგისტრაციას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დამოუკიდებელ მაჟორტარ კანდიდატად ირაკლი შიხიაშვილს წარადგენს. ლოკაცია:მოსკოვის გამზირი N39 საკონტაქტო პირი: 577440098
12:00
NEW
ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N419
14:00
NEW
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)
A8
15:00
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართება აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა, სადაც პრეზენტაციებით წარსდგებიან სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. მის: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. №52
15:00
NEW
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
16:00
NEW
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N518
16:30
გიორგი სააკაძის მოედნანთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის უკან მდებარე, სპორტკომპლექსის მოედანზე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ტურნირის ფინალი გაიმართბა, რომელშიც კოტე მახარაძის სახელობის საფეხბურთო კლუბი თბილისის „ალგეთი XXI“ თანაქალაქელ ალასანიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება. თამაში სპორტული რადიო “ჯა-კო“-ს ეგიდით გაიმართება.
16:30
NEW
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238
17:00
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოში გაიხსნება გამოფენა „მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული ქართული ღვინის კულტურა“, სადაც წარმოდგენილი იქნება საფრანგეთის სხვადასხვა მუზეუმებსა და არქივებში დაცული ფოტოები ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შესახებ. მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი N6, ღვინის ეროვნული სააგენტოს შენობა.
17:00
NEW
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
19:00
თიბისი არტ-გალერეა ფოტოპროექტს, „მწვანე ქალაქი ლისზე“ უმასპინძლებს. ექსპოზიციაზე ოთხი განსხვავებული ხედვის მქონე ფოტოგრაფის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. დასწრება თავისუფალია. მისამართი: მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი არტ გალერეა