ფონიჭალაში ხანძრის შედეგად 2 საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ფონიჭალაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გულბანის 23 ნომერში დღეს დილით გაჩნდა და 120 კვ.მ-ზე გავრცელდა.
დამწვარია ორი საცხოვრებელი სახლი.
კრწანისის რაიონის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მსუბუქი დამწვრობა მიიღო ერთმა მამაკაცმა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
გულბანის ქუჩაზე იმყოფებოდნენ კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი და გამგეობის წარმომადგენლები. დაზარალებულებს გამგეობა დროებითი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები