“კედელზე ჩრდილი დადიოდაო” – რას აცხადებს მაგდა პაპიძის საქმის მოწმე

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე ია ბარამიძე ამბობს, რომ მაგდა პაპიძე ბოლო პერიოდში ეშმაკებზე ვიდეოებს უყურებდა.
მოწმე, რომელმაც ჩვენება მისცა მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმის ნათლიაა.
“მთელი ღამე ვერ დავიძინე, თავი მტკიოდაო. ტელეფონის საშუალებით მეც მაჩვენა, კედელზე ჩრდილი დადიოდა. მაგდამ მითხრა, ვერ დავიძინე, ფანჯრებს ვუყურებდი, ჩემთანაც რამე არ შემოიპაროსო. ასე მითხრა მაგდამ, რომელიც ბოლო პერიოდში დამიახლოვდა და ჩემს სალონში ხშირად მოდიოდა ხოლმე. მიკვირდა ეს დაახლოება, ვიცოდი, დისტანციას იჭერდა ყველასგან, თუმცა გამეხარდა, ომარი ძალიან მიყვარდა, მე ომარის ძმის, მახოს ნათლია ვარ”,- განაცხადა ბარამიძემ.
ამასთან, როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ნაგვის ბუნკერში თავისი შვილის ფოტოები აღმოაჩინა, რომელიც მანამდე პაპიძის ოჯახს აჩუქა. “მე ვაჩუქე ჩემი ბავშვის ფოტოები მათ ოჯახს, როდესაც მაგდას დედამთილი დარეჯანი, მაგდა და მისი შვილი თორნიკე ჩემთან სახლში იყვნვნენ მოსული. შემდეგ სად წაიღეს და როგორ აღმოჩნდა ნაგვის ურნაში ფოტოები, არ ვიცი”, – განაცხადა მოწმემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები