“ჩვენი ტერიტორიების მიტაცება იმიტომ გრძელდება, რომ იქ ხალხი არ ცხოვრობს”

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი შიხიაშვილი საზღვისპირა რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ტერიტორიების მიტაცება იმიტომ გრძელდება, რომ სოფლები დაცლილია მოსახლეობისგან.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობასაც გაუსვა ხაზი.
„ძალიან გულგრილად ვუყურებთ ერთმანეთს. ახალგაზრდობა ქვეყნიდან გადის მილიონ ნახევარი ადამიანი გაქცეულია. სიკვდილიანობა სამჯერ მეტია ვიდრე შობადობა, მილიარდ ორას მილიონს ვხარჯავთ იმისთვის, რომ ჩვენი გამოსაკვები პროდუქტი შევიძინოთ. განათლების მიმართულებითაც დეფიციტი გვაქვს. საკმაოდ ბევრი ქვეყანაა, რომელიც ჩვენი საზღვრების მიმართ არაკეთილმეზობლურად არის განწყობილი. გრძელდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მიტაცება. ეს კი იმიტომ გრძელდება, რომ იქ არ ცხოვრობს ხალხი“, – განაცხადა შიხიაშვილმა.
მისივე განცხადებით, შეიქმნება არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საზღვრისპირა რეგიონებში ამ პრობლემებით დაკავდება. „მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს პროექტი, არ არის შიხიაშვილის პროექტი, ეს არის ყველა იმ ადამიანის, პროექტი, რომელსაც სახელმწიფო აინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ტენდენციებით ჩვენი სახელმწიფო ჩვენი აღარ იქნება“, -განაცხადა შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები