ირაკლი შიხიაშვილი ამერიკული „რესპუბლიკური პარტიის“ „ქვინსის“ კლუბის საპატიო წევრია

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი
ირაკლი შიხიაშვილი ამერიკული „რესპუბლიკური პარტიის“ ქვინსის კლუბის საპატიო წევრი გახდა. „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან ხაზი გაუსვა თუ რა მნიშვნელობის მატარებელია ამერიკული “რესპუბლიკური პარტია” და მკვეთრად გამიჯნა ის ქართული “რესპუბლიკური პარტიისგან”.
„მე გავხდი ამერიკის „რესპუბლიკური პარტიის“ ყველაზე ძველი „ქვინსის „კლუბის, საპატიო წევრი. კარგია, როდესაც ვესაუბრებით კონგრესმენებს, სენატორებს, მაგრამ გახსოვთ ალბათ ჩემი სლოგანი – მეტი მეგობარი ჩემს ქვეყანას. ყველა ჩვენგანი ვალდებულია, რომ ჩვენი ქყვეყნის წინაშე ჩვენი წილი ტვირთი ვატაროთ. გავაკეთოთ ის რაც შეგვიძლია და არ ვიყოთ სხვის ხელს მიჩერებულები. ამის იმედად არ უნდა ვცხოვრობდეთ. გადავწყიტე რომ ახლო ურთიერთობები მქონოდა „რესპუბლიკურ პარტიასთან“, პარტიასთან რომელიც იქამდე იარსებებს, სადამდე იარსებებს ამერიკა. პარტია საიდანაც ჩდებიან კონგრესმენებიც და სენატორებიც.მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანების საუბარზე პარტია ინფორმირებული იყოს. მე ამას მაქსიმალურად ვახერხებ”, – განაცხადა შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები