მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე მარგველაშვილმა განცხადების გაკეთება არ ისურვა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა, ჟურნალისტმა მას კითხვით მიმართა, აპირებს თუ არა ის რაიმე რეაგირებას და რა პოზიცია აქვს მას ევროპის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა, პრეზიდენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით, განცხადების გაკეთება არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლომ ვანო მერაბიშვილი კანონიერ პატიმრად აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები