პრეზიდენტი: ყოველთვის შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი იმ დონით, რომელიც საქართველოს მასმედიაში არის

”ქართველებს ძალიან აინტერესებთ მასმედია და პოლიტიკა, მასმედია უყვართ და პოლიტიკოსები ეზიზღებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქართული მედია შეაქო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ის ყოველთვის შთაბეჭდილების ქვეშ იყო საქართველოს მასმედიაში არსებული დონით.
„ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. მედია თამაშობს განსაკუთრებულ როლს, საზოგადოების განვითარებაში. ქართველებს ძალიან აინტერესებს მასმედია და პოლიტიკა, მასმედია უყვართ და პოლიტიკოსები ეზიზღებათ. უყვართ რეპორტიორები და კითხვები, რომლებსაც ისინი სვამენ. მათ ვეზიზღებით ჩვენ, პოლიტიკოსები, მაგრამ საზოგადოება პოლიტიზებულია. ყოველთვის შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი იმ დონით, რომელიც საქართველოს მასმედიაში არის. როგორ მუშაობს, როგორ ფუნქციონირებს, რამდენად კარგად არიან განათლებული ჟურნალისტები. რამდენად კარგად ემზადებიან ინტერვიუსთვის. როცა ინტერვიუს იღებენ ჩემგან, თითქოს სკოლის მოსწავლე ვარ, ქიმიის გაკვეთილზე ვაბარებ გაკვეთილს, მასწავლებელმა ყველაფერი იცის, და მერე შენ, როგორც მოსწავლეს, გთხოვს ფორმულის დასახელებას. შენ იძაბები, თუ რთული კითხვები ისმის. მე ყოველთვის განცვიფრებული ვარ, რამდენად კარგად იცნობენ ჟურნალისტები იმ საკითხებს, რომელზეც საუბარია. გაცილებით მომზადებულნი არიან, ვიდრე მე. როცა ინტერვიუ სრულდება და მივდივარ, შთაბეჭდილება მიმყვება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები