ირაკლი შიხიაშვილი: მე ბედს არ ვცდი, მე არჩევნებს მოვიგებ

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი შიხიაშვილი დამოუკიდებელ მაჟორიტარად კენჭს სავარაუდოდ ისანი – სამგორის რ-ში იყრის.
შიხიაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში ის გაიმარჯვებს.
„მე ბედს არ ვცდი, მე არჩევნებს მოვიგებ. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ ამ რაიონში, მე რამდენჯერმე მოვიგე არჩევნები, ეს ჩემი რაიონია, ჩემი უბანია, იქ ვმუშაობდი, როგორც გამგებლის მოადგილე და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, როგორც საკრებულოს დეპუტატი. შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი განსაკუთრებული დეპუტატი, საკრებულოს თავჯდომარე და ვეტერანების სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი იმ კუთხით, რომ მიღება არ შემიწყვეტია, მე მოსახლეობის მიღება არასდროს შემიწყვეტია. მე ვიქნები მათი დეპუტატი“, – განაცხადა შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები