ირაკლი შიხიაშვილი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დამოუკიდებელ მაჟორიტარად გეგმავს

ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი შიხიაშვილი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დამოუკიდებელ მაჟორიტარად გეგმავს, – ამის შესახებ მან „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ რომელ უბანზე აპირებს კენჭისყრას, დამატებით ინფორმაციას ხვალ გაასაჯაროებს.
„ახლა, შემიძლია გითხრათ, რომ დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ვიქნები და საინიციატივო ჯგუფი წარმადგენს. თუ რა მიზანი აქვს შიხიაშვილს პარლამენტში შესვლის, ამის შესახებ საზოგადოებას მე ხვალ იმ საარჩევნო უბნიდან ვაუწყებ, რომელშიც რეგისტრაციას გავივლი, ეს უბანი რა თქმა უნდა დედაქალაქში იქნება“, – განაცხადა შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები