რუსეთი საქართველოს არაკონსტრუქციულობაში ადანაშაულებს

თბილისის მიერ ჟენევის დისკუსიებზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე უარი არის არაკონსტრუქციული. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, როგორც ლავროვის უწყებაში აცხადებენ, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობა ძალზე ეფექტურია როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით.
სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიების 36-ე რაუნდი 14-15 ივნისს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები