ახალდაბის გზაზე მცირე მეწყერი ჩამოწვა

ქალაქის მერის ინფორმაციით, თბილისში წუხელ ძლიერი წვიმის შედეგად ახალდაბის გზაზე მცირე მეწყერი ჩამოწვა.
თუმცა, როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, შესაბამისმა სამსახურებმა დილიდან დაიწყეს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ამასთან, თბილისის მერის განმარტებით, უხვი ნალექის შედეგად მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე მოხდა წყლის დაგუბება, თუმცა სერიოზული პრობლემები არ გამოუწვევია.
მისივე თქმით, თბილისში წუხელ მოსულ ნალექს არსებითი შეფერხება არ გამოუწვევია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები