16 ივნისი
09:30
სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ორდღიანი ობლიგაციების კონგრესი გაიხსნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ: ბანკები, წამყვანი საინვესტიციო კომპანიები, ემიტენტები და ინფრასტრუქტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონგრესს დაესწრებიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და გალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე. მის: ვარდების მოედანი N1
09:30
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი გია ბენაშვილი ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობას დაათვლიერებენ. მისამართი: ზაჰესის დასახლება, სარკინიგზო გზაგამტარი ხიდი. ჟურნალისტებს “თბილისი-მოლთან” (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კილომეტრი) „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები დაელოდებიან 09:30ზე და ადგილზე მისვლაში დაეხმარებიან. საკონტაქტო: ირაკლი გაფრინდაშვილი 599 56 18 47
10:00
სასტუმრო “რუმს თბილისში“ გაიმართება კონფერენცია „თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა და დეცენტრალიზაციის პროცესი.“ კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაციების “სიდა” და ISFED-ის ორგანიზებით იმართება. შეხვედრაზე სამოქალაქო ორგანიზაციები წარმოადგენენ ანგარიშს, რომლის მიზანია თავი მოუყაროს სამოქალაქო სექტორის მიერ უკანასკნელი პერიოდის მანძილზე თვითმმართველობის რეფორმისა და საქმიანობის შესახებ შეფასებებს. საკონტაქტო პირი: ეთუნა ცოტნიაშვილი 599 51 22 15
10:30
NEW
“პირველის პრესკლუბში” „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლაშა კილაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერები, პასუხი ბრალდებებზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
“პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
“პირველის პრესკლუბში” ა/წ 19 თებერვალს ფონიჭალიდან გატაცებული, არასრულწლოვანი სამირა ბაირამოვას დედა ნაირა ბაირამოვა და ადვოკატები: არჩილ დვალიშვილი და ვასილ მეტონიძე ამ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ეროვნული ფორუმის“ წევრი ანი მიროტაძე ბრიფინგს გამართავს.
11:30
ირაკლი შიხიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. ასევე, ისაუბრებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
“პირველის პრესკლუბში” ადვოკატი ნანა ფილაური სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. თემა: მერვე საპყრობილეში მოშიმშილე პატიმრები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე ბრიფინგს გამართავს
A8
12:00
საქართველოს ეროვნული ბანკის 2016–2017 წლების ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სათათბირო ოთახი N516
12:00
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „კონსერვატორი“ გიგა ბუკია მინდინარე, მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბრიფინგს გამართავს.
14:00
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
14:00
აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი შეხვედრა გაიმართება. მის: შიდა ქართლი, სოფელი „ნიქოზი“
14:00
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439