ტყიბულში მამაკაცი მოკლეს

ტყიბულში მამაკაცი მოკლეს. შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. როგორც “კვირას“ უწყებაში განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ოთარ ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ივნისს ქალაქ ტყიბულში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1974 წელს დაბადებული რამაზ ხ. ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები