ირაკლი ალასანია: მერკელთან შეხვედრა მნიშვნელოვანია

“თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია გერმანიაში, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ანგელა მერკელთან შეხვედრას აფასებს.
მისი თქმით, საქართველო ვიზალიბერალიზაციას აუცილებლად მიიღებს.
„მერკელთან შეხვედრა არის მნიშვნელოვანი, სასურველი იყო, რომ ეს შეხვედრა ადრე მომხდარიყო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ ერთად მოვახერხებთ იმას, რომ ევროპამ გადაწყვეტილება მიიღოს. ეს პირდაპირ არის დამოკიდებული, იმაზე თუ რა სწრაფად მიიღებენ იმ სამართლებრივ შესწორებას, რომელიც ცალკე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს მისცემს შესაძლებლობას, რომ თუ დასჭირდათ, ჩაუკეტონ საკუთარი საზღვრები უვიზოდ შემოსულ პირებს. ეს გადაწყვეტილება აუცილებად იქნება მიღებული და ამ გზიდან ჩვენს ქვეყანას ვერავინ გადაახვევინებს,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები