პრემიერი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება, არამედ ხალხის შემორიგება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება, არამედ ხალხის შემორიგება და ერის გამთლიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში, ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში გერმანიის აქტიური როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
„საქართველოს უკვე აქვს გამოკვეთილი პროგრესი ბოლო რამდენიმე რაუნდზე, როდესაც შესაძლებელი გახდა გალის რეგიონში, აფხაზეთში ინციდენტების პრევენციისა და გადაწყვეტის მექანიზმის კვლავ ამუშავება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა,რომ გერმანიის ეუთოს პრეზიდენტობის პერიოდში ამ მიმართულებით სერიოზული პროგრესი მოხდება.
„ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს ნდობის აღდგენის პოლიტიკა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მივყვებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება, არამედ ხალხის შემორიგება და ერის გამთლიანება. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს აფხაზ და ოს დებთან ნდობის აღდგენა და ამ მიმართულებით ვახორციელებთ მიზანმიმართულ პოლიტიკას“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები